საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო ურთიერთობა, პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემა და აქციები – ასეთია სამი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმესაათიანი შეხვედრისა და კონსულტაციების შემდეგ. შეხვედრიდან გამოსულებმა განაცხადეს, რომ ოპოზიცია ერთიანია, თუმცა, აქციების გამართვის თარიღს და ადგილს ისინი წინასწარ არ აანონსებენ. ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები. მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ ოპოზიციის ერთიანობა და აქციები მათ დაფინანსებაზეა დამოკიდებული.