ოპოზიციის მხრიდან „სიების ჩახსნის“ საკითხი კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. აზრთა სხვადასხვაობის მთავარი საგანი ის არის, თუ რამდენად არის აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივად გამართული და კანონმდებლობასთან თანხვედრაში. ამ საკითხზე დღეს პირველი კომენტარი გააკეთა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, რომელიც კოლეგების ქმედებას, რომლებმაც „სიების ჩახსნა“ დემონსტრაციულად მოითხოვეს, სპექტაკლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მისი პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს. გიორგი გახარიამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა რეგისტრაციის აპარატში ჩატვირთული ამომრჩეველთა სიების გასაჯაროება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებული არიან, რომ პარლამენტის ბოიკოტირების პირობას ყველა ოპოზიციური პარტია შეასრულებს, მმართველი გუნდი კი საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ეტაპობრივად შესვლას პროგნოზირებს.