საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, ჯერ კვლავ ბუნდოვანია, როგორი კონფიგურაციით წარდგებიან ოპოზიციის წევრები ამომრჩევლის წინაშე. გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, კიდევ ერთი შეკითხვა „ლელოსა“ და გახარიას გუნდის გაერთიანების შესახებ დაისვა. მისი თქმით, პარტია „ლელო“ მის პოლიტიკურ ძალასთან ყველაზე ახლოს დგას და თანამშრომლობისთვის მზად არის. ხაზარაძის გუნდში გახარიას უარით პასუხობენ და წარსულს ახსენებენ. მოახლოებულ არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვებაში დარწმუნებულია მმართველი გუნდი.