ერთად თუ ცალ-ცალკე – საინტერესოა, დაგეგმილი თუ ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში რა ფორმით ესახება ოპოზიციას მასში მონაწილეობა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარისა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერისთვის გამარჯვების გზა გაერთიანებაზე გადის. განსაკუთრებით „აიარაის“ ბოლო კვლევის შემდეგ, რომლის მიხედვით „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი შემცირებულია, თუმცა ასევე მკვეთრად გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ ენდობიან. ერთობისკენ მოწოდებების ფონზე ჩნდება კითხვა, როგორ მოახერხებს ლევან ხაბეიშვილი დანარჩენ პარტიებთან ერთობის მიღწევას, მაშინ როცა ერთიანობის პრობლემა საკუთარ პარტიაში აქვს – თავმჯდომარის არჩევის შემდეგ ორად გაყოფილ გუნდში დაპირისპირება სულ უფრო მძიმე ფორმებს იღებს. მოწოდებების მიუხედავად, წინასაარჩევნოდ გაერთიანება, ან ბლოკის შექმნა და საერთო საარჩევნო სია ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილის გეგმებში არ შედის.