როგორია ოპოზიციის სამომავლო გეგმა, – ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ნაწილი კი მუშაობას განაგრძობს. ბოიკოტში მყოფი ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე წინააღმდეგობა შეწყდება. მათ შორის არის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურა. პარალელურად, ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების მხრიდან გაისმა მოწოდებები საერთო სიების შედგენასთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილის აზრით, „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ახლა ოპოზიციური ერთიანობა მნიშვნელოვანია. ოპოზიციის მეორე ნაწილი ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. რაც შეეხება, უმრავლესობას, მმართველი გუნდი დესტრუქციულ ქმედებებსა და შესაძლო პროვოკაციებზე მიუთითებს და მიიჩნევს, რომ დაანონსებული ერთობა მარცხისთვის არის განწირული.