როგორია ოპოზიციის სამომავლო გეგემა – როგორ უნდა გაგრძელდეს მოქმედება. ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის უწყვეტობის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მმართველ ძალას კანონპროექტის მიღების შესაძლებლობას არ მისცემენ. „ნაციონალური მოძრაობა“ ყურადღებას ინდივიდუალური სანქციების მნიშვნელობაზეც ამახვილებს. პარტია „გირჩში“ კი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე პროტესტი მხოლოდ კანონპროექტის ირგვლივ არ ვითარდება. მათივე შეფასებით, აუცილებელია ოპოზიციამ მოქალაქეებს კონკრეტული გეგმა შესთავაზოს. უმრავლესობაში კი დესტრუქციულ ქმედებებსა და შესაძლო პროვოკაციებზე მიუთითებენ.