ოპოზიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. სამართლებრივი დავის მიზეზად უმრავლესობის მხრიდან კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევას ასახელებს. ისინი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციურ უფლებას უზღუდავს, სასამართლოს საკითხებზე დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნას. ბრალდებებს აბსურდად აფასებს „ქართული ოცნება“. უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათი ოპონენტები ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ და ამის მიზანია, სასამართლო სისტემის რეპუტაციული ზიანი.