მოსახლეობას ხვდებიან ოპოზიციური გაერთიანებების წარმომადგენლები. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ კოალიციური ერთობებით მოქალაქეებს აქვთ არჩევანი, ხმა მათთვის სასურველ გუნდს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მისცენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ მმართველი პარტია მოსახლეობის პრობლემებს არ იცნობს და რეალური საჭიროებებიდან ფოკუსი სხვა თემებზე, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ გადააქვს.