„თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დასკვნა არ იქნება დამაჯერებელი, პარტია „ახლის“ გარშემო შექმნილი კოალიცია შედეგების დასაცავად იმოქმედებს“ – ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. ცალკეული ოპოზიციონერი სუბიექტები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგების დადასტურებას მტკიცებულებები სჭირდება და სხვა შემთხვევაში ოპოზიციის ნაწილის გეგმებში მონაწილეობას არ მიიღებენ.