ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია.
„ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ სამოქმედო გეგმას და მისი შესრულების პროცესს ფასადურ რეფორმებად და ფარსად აცხადებენ. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს ევროკომისიის 12 პირობის აღსასრულებლად ალტერნატიული სამოქმედო გეგმა და კონკრეტული პირობები აქვს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის შესამცირებლად საარჩევნო ბარიერის დაწევა და შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების რიგგარეშე სხდომაზე მიღებაა. თუმცა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ოპოზიციის ნაწილი, მმართველი გუნდის მიერ შექმნილ არცერთ სამუშაო ჯგუფსა თუ ფორმატში ჩართვას მაინც არ აპირებს. ჯერ არ კონკრეტდება, რა იქნება იმ ალტერნატიული გეგმის მთავარი პუნქტები, რომელზეც საპარლამენტო პარტიების ნაწილი არასამთავრობო სექტორთან ერთად მუშაობს. უცნობია გეგმის გამოცხადების დროც.