ოპოზიციის ნაწილის მიმართვა ცესკო-ს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს მიმართავენ, მათი საარჩევნო სიის წევრები არ გაატარონ რეგისტრაციაში და არ მოხდეს მათზე პარლამენტის წევრის დროებითი მანდატის გაცემა.

ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ და ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით პარლამენტი არალეგიტიმურია და პარლამენტში ყოფნით მას ლეგიტიმაციას ვერ შესძენენ.

რა პოზიცია აქვთ აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა ბარირგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს და როგორია ცესკო-ს პასუხი, – ნათია ქენქაძე დეტალებით.