ოპოზიციის მოთხოვნა და სალომე ზურაბიშვილის შეცვლილი პოზიცია

დარჩება თუ არა პრეზიდენტის ქარტია მხოლოდ ფურცელზე – პრეზიდენტმა პოზიცია შეცვალა.

სალომე ზურაბიშვილი ტექნიკური მთავრობის შემადგენლობას და პრემიერობის კანდიდატს არჩევნებამდე აღარ დაასახელებს. გადაწყვეტილება სახელმწიფო მეთაურმა ოპოზიციონერ ლიდერებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ შეცვალა. პრეზიდენტი შემადგენლობის 26 ოქტომბრამდე წარდგენას აანონსებდა, თუმცა ქარტიის ხელმომწერ პოლიტიკოსთა ნაწილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. ცალკე საკითხია ქარტიის ცალკეულ პუნქტებზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა, რასაც ხელმომწერებიც არ მალავენ. პრეზიდენტის შეცვლილი პოზიცია ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილი ლიდერად არ მიიღო. საკუთარი ვერსია აქვთ იმ ოპოზიციურ ძალებსაც, რომლებმაც ქარტიაზე ხელი არ მოაწერეს.