ერთი კოალიცია თუ რამდენიმე ცენტრი: ოპოზიციური ფლანგი საარჩევნო კონფიგურაციაზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდა. პოლიტიკური აქტორების ნაწილის მოწოდებების და სურვილის მიუხედავად, საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ერთიანი სიით წარდგენას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. თითქმის მთელი ოპოზიცია იდეური ერთობის და კოორდინაციის აუცილებლობაზე თანხმდება, თუმცა „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეთავაზებული გამსხვილების და ერთიანი სიით მონაწილეობის იდეა, როგორც ჩანს, იდეად დარჩება. პოლიტიკური ძალები, რომლებიც უკვე თვეებია, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისგან დისტანცირებას ცდილობენ, ალტერნატიული ცენტრების ფორმირების მიზნით კონსულტაციებს აწარმოებენ და დამოუკიდებელ გეგმებს აწყობენ.
თათია ტაბეშაძე არკვევდა, 5%-იანი ბარიერის და ბლოკების აკრძალვის პირობებში, ვის როგორ ესახება ხელისუფლების დამარცხების გეგმა.