ოპოზიციის გეგმები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები დაიწყო. პარტიაში აცხადებენ, რომ დიდი გაერთიანების ჩამოსაყალიბებლად თანამშრომლობას ყველა ოპოზიციურ გუნდთან აპირებენ. ინიციატივის მომხრეა „სტრატეგია აღმაშენებელი“. თუმცა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებას გამორიცხავს ოპოზიციის ნაწილი. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია გაერთიანებას ვერ შეძლებს, რადგან ამის წინაპირობა არ არსებობს.