ოპოზიციური პარტიების ნაწილი ისევ საერთო სიებისა და სტრატეგიული გეგმის აუცილებლობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები საქართველოს მომავალს აზიანებს, სწორედ ამიტომ, მათი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გარშემო ოპოზიციური პარტიების ერთობა შენარჩუნდეს. ერთობის მომხრეა ოპოზიციის ნაწილი, ნაწილი კი საერთო სიაში საკუთარ თავს ვერ ხედავს. მათ შორისაა პარტია „გირჩი“ და პარტია „საქართველოსთვის“, „ლელო“ კი საერთო სიის ფორმირებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ განიხილავს. მმართველი გუნდის შეფასებით, შესაძლო დაანონსებული ერთობა წინასწარვე მარცხისთვის არის განწირული.