რეზონანსული კანონის გარშემო დაწყებულმა საპროტესტო ტალღამ ოპოზიციას გაერთიანებაზე დააწყებინა ფიქრი.
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნა ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აქტიურდება. მთავარი პოლიტიკური აქტორები თანხმდებიან, რომ კანონის მიღების შემდეგ კოორდინაციის გაძლიერება და ერთობის მიღწევა აუცილებელია. საკითხი უფრო გაააქტიურა პრეზიდენტმა, რომელმაც ევროპული პლატფორმის ფორმირება და ამ პროცესების სათავეში ჩადგომა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ დააანონსა. ოპოზიციის ნაწილი საერთო საარჩევნო სიის შედგენის მომხრეა. ამ ინიციატივას ოპოზიციურ ფლანგზე სკეპტიკოსებიც ჰყავს. თათია ტაბეშაძე არკვევდა, რა კონფიგურაციებია მოსალოდნელი ოპოზიციურ სპექტრში და აქვს თუ არა ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა.