ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ისინი მმართველ გუნდს არჩევნების გაყალბებაში და პოლიტიკური კრიზისის შექმნაში ადანაშაულებენ. გამოსავლის გზად კი მათი მოთხოვნების შესრულებას ასახელებენ. განცხადებას ხელს აწერენ პარლამენტში მანდატის მქონე ოპოზიციური პარტიები, „გირჩისა“ და პარტია „მოქალაქეების“ გამოკლებით.
როგორი შეფასებები მოჰყვა ამ განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში, სალომე ქოქიაშვილი გვეტყვის.