მთაწმინდის საარჩევნო ოლქში უბნები დილის შვიდ საათზე გაიხსნა. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა თავიანთი ფუნქციები კენჭისყრის მეთოდით გადაინაწილეს. მოგვიანებით კი, 8 საათზე უკვე ამომრჩევლებისთვის გაიხსნა უბნები, შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე ყუთში საკონტროლო ფურცელი მოათავსა და უკვე ამის შედეგ კომისიის წევრებმა პირველი ამომრჩევლები მიიღეს. ერთ-ერთი პირველი, ვინც საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე იყო, რომელმაც განაცხადა, რომ მხარი დაუჭირა ცვლილებებს, უკეთესობას და იმ ადამიანს, რომლის პატიოსნებაც მთაწმინდელებს გამოადგებათ. საკუთარი არჩევანი გამოხატა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.