„ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებსა და შეფასებებს ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ევროპული საქართველო“, რომელიც საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, უმრავლესობას პასუხობს.
ოპოზიციური პარტია არ აპირებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, თუ ეს პროცესი უშუალოდ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან არ იქნება დაკავშირებული. ასევე, პარტიაშია აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავენ, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ იმსჯელებენ.