სადავო საარჩევნო მოდელმა კანონ-პროექტის სახე მიიღო.
მმართველი გუნდისგან რამდენჯერმე მიღებული უარის მიუხედავად, ოპოზიცია ე. წ. გერმანულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნას მაინც პოლიტიკურ დღის წესრიგში ტოვებს და მას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ერთადერთ გზად მიიჩნევს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ინიციატივით და 30-მდე ოპოზიციური პარტიის ავტორობით მომზადებული კანონ-პროექტი, რომლის მიხედვით შერეული სისტემა ძალაში რჩება, თუმცა პარტია ან ბლოკი მიიღებს მხოლოდ იმდენ მანდატს, რამდენიც მას პროპორციული წესით ერგება.
კონსტიტუციასთან შეუსაბამობის არგუმენტით „ქართული ოცნება“ ამ წინადადების განხილვას არ აპირებს და დიალოგის გასაგრძელებლად ოპონენტებისგან სხვა შეთავაზებებს ელოდება.