ოპოზიციამ პარლამენტთან დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია გადადო. გიგი უგულავას თქმით, გადაწყვეტილება ბაღდადში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას უკავშირდება. „ევროპული საქართველოს“ წევრმა მოუწოდა პარლამენტს, დღევანდელი სესია გადაედო. რაც შეეხება სამოქმედო გეგმებს, უგულავას თქმით, პრეტესტის ნიშნად, აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან ხვალ გამართავენ.