ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ბაღდათში ხანძარს

ბაღდათში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ოთხი ბავშვი და ორი ქალი ემსხვერპლა.

ტრაგედიის ადგილი შემოსაზღვრულია. ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს. ცხედრების ექსპერტიზა ჯერ არ დასრულებულა.

ბაღდათის მერის ინფორმაციით, გორგოძეების სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახი საცხოვრებელი ფართით 2012 წელს დააკმაყოფილეს. წლების მანძილზე ოჯახი სწორედ ამ სახლში ცხოვრობდა. მერისთვის უცნობია, თუ რატომ მიიღო დედამ შვილების მიტოვებულ სახლში გადაყვანის გადაწყვეტილება. მერის თქმით, ოჯახი იღებდა სოციალურ შემწეობას და სარგებლობდა უფასო სასადილოს მომსახურებით.

მეზობლების თქმით, მიტოვებულ სახლში არ იყო ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.​