ოპოზიცია მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

„შენების მოძრაობის“ ლიდერი პრემიერობის კანდიდატის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს.

დავით უსუფაშვილი მამუკა ბახტაძეს და პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის შესაბამისად იმოქმედონ.

მთავრობის სტრუქტურის შემცირებას უმნიშვნელოს უწოდებს ნინო ბურჯანაძე. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ მთავრია, ვინ იქნებიან მინისტრები.