გავრცელებული ფარული ჩანაწერები – პოლიტიკური შეფასება

12:21, 26.04.2022

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა. პაპუაშვილი გამოეხმაურა Cyber Kmara-ს მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ურეკავს. საკითხს ეხმაურებიან პარტია „ლელოში“. დავით უსუფაშვილის განცხადებით, აუცილებელია პრემიერ-მინისტრმა განმარტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი შეხვედრებს, რომელზეც გავრცელებულ აუდიოჩანაწერშია საუბარი.

მსგავსი