ოპოზიცია გამოძიებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

საპარლამენტო არჩევნებიდან კვირაზე მეტი გავიდა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არც ქართულ საგამოძიებო უწყებებს ენდობა. მთავარ გამოსავლად ბარიერგადალახული პარტიების ლიდერებს საერთაშორისო გამოძიების დაწყება მიაჩნიათ. თუმცა, კონკრეტულად, ვინ და როგორ უნდა გამოიძიოს 26 ოქტომბრის არჩევნები, არ აკონკრეტებენ. საქართველოს პროკურატურაში გამოძიება, რომელიც ცესკო-ს მიმართვის საფუძველზე დაიწყო, უკვე ერთი კვირაა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი მტკიცებულებებით უწყებისთვის ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს. ამ დრომდე პროკურატურაში არ მისულა გამოკითხვაზე დაბარებული სალომე ზურაბიშვილიც. მტკიცებულებების არარსებობა – ასე ხსნიან გამოძიებასთან თანამშრომლობაზე ოპოზიციის უარს მმართველ გუნდში.