ოპოზიცია ერეკლე კუხიანიძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს

საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე,  ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით დაწერილი სიტყვების გამო წუხილს გამოთქვამს.

მისი თქმით, ის ექიმის ოჯახთან ურთიერთობას თავად გაარკვევს და საჭიროების შემთხვევაში მზადაა, საქმიანობას ჩამოშორდეს. საკრებულოში კი, კუხიანიძის საკითხს ფრაქციის სხდომაზე განიხილავენ.

ოპოზიცია უმრავლესობის წევრის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. თბილისის საკრებულოს წევრმა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში ოკუპანტების მიერ დაპატიმრებული ქართველი ექიმი და მისი ოჯახი პროვოკაციაში დაანაშულა.