თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან. 23 სექტემბერს, კომპოზიტორ ალექსი მაჭავარიანის ოპერის „ჰამლეტი“ პრემიერა გაიმართება. უილიამ შექსპირის ტრაგედიის მიხედვით შექმნილი ოპერის საკონცერტო შესრულება პირველად გაიმართება. საღამო დიდი ქართველი კომპოზიტორის 110 წლისთავს მიეძღვნება, მასში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი მიიღებენ მონაწილეობას.