ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს

ოპერის თეატრის ბაღში ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

რეაბილიტაციის მიზნით, დაზიანებული ქანდაკებები უკვე გადაიტანეს საცავში.

მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობასა და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.