ოპერაცია აფრინში

სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან ორი თვის თავზე, თურქეთი სირიაში მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე საუბრობს.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში 3600-ზე მეტი ქურთი მებრძოლია განეიტრალებული, 1000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია კი გათავისუფლებულია. თურქეთი შიშობს, რომ ჩრდილოეთ სირიაში ქურთული სამხედრო კომპონენტის გაძლიერება მის ეროვნულ უსაფრთხოებას პრობლემას შეუქმნის და სეპარატისტულ განწყობებს თურქეთშიც გააღვივებს.