ონკოპაციენტი ბავშვების უცხოეთში მკურნალობის სახელმწიფო პროგრამას თურქეთში არსებული სამი ჰოსპიტალი დაემატა. ახალი კლინიკებია „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“. შედეგად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ცენტრებში. პროგრამის ფარგლებში სრულად ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი – ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა და დღემდე, პროგრამით 50-ზე მეტი ბავშვი სარგებლობს. პროგრამა საქართველოში ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე