ონკოლოგიური დაავადებების სტატისტიკა - სპეციალისტების რეკომენდაციები

კიბოს ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირების ხელშესაწყობად მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანია დაიწყო.

თბილისსა და რეგიონებში დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლები და ონკოლოგები მოქალაქეებს პირადად ხვდებიან და სკრინინგის დროულად გავლისკენ მოუწოდებენ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველა დაბალი მიმართვიანობა სკრინინ-პროგრამებში სწორედ რეგიონებიდანაა. აქტივობა დაბალია დედაქალაქშიც. და ეს მაშინ, როცა ონკოლოგიური დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში სრულად განკურნების შანსები მკვეთრად იზრდება.