დღეს 28 წელი გავიდა აფხაზეთის ომის დაწყებიდან.
საომარი მოქმედებების შედეგად, ასეულობით ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შვიდი წლის წინ, ნეშტების მოძიებისა და ცხედრების ოჯახებისთვის გადაცემის პროცესი, ორმხრივი კომისიისა და „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის მონაწილეობით დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში გახსნილი სამარხების შედეგად, 563 ადამიანის ნეშტია ნაპოვნი. ამოცნობილი კიდევ 13 ცხედარი, მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ ოჯახებს გადასცეს.