ბავშვები, რომელთაც აგვისტოს ომი არ უნახავთ, თუმცა აგრესიის შედეგმა მათ ცხოვრებაში ტკივილიანი კვალი დატოვა. რა იციან რუსულ აგრესიასა და საკუთარ მამებზე ომში გარდაცვლილი სამხედროების შვილებმა, რომლებიც ომის შემდეგ დაიბადნენ. ასეთი სულ 13 მოზარდია. მათ საკუთარი მშობლის შესახებ მხოლოდ გადმოცემით იციან, თუმცა ტკივილის მიუხედავად, ამაყობენ, რომ გმირის მამის შვილები არიან.