დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს ფოთში.
მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს.
დღესვე, ფოთის საკათედრო ტაძარში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინება.