რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, ომიდან 11 წლის შემდეგაც შეუსრულებელია.
2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი საომარი მოქმედებები დღეს ტრადიციულად მუხათგვერდის სასაფლაოზე გაიხსენეს, – იქ, სადაც ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული გმირები არიან დაკრძალულნი.
ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, – ასეთია ხელისუფლების მთავარი გზავნილი. მთავრობა დეოკუპაციისთვის ბრძოლაში აქცენტს საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე და შესაბამის რეზოლუციებზე აკეთებს. ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან დღეს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც მივიდნენ და ომის და ოკუპაციის უმძიმესი შედეგები კიდევ ერთხელ დაგმეს.