ომის გაფართოების საფრთხე ახლო აღმოსავლეთში

მსოფლიო მედიის ყურადღება კვლავაც ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი – ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობისთვის შურისძიების მიზნით ირანმა ისრაელს შესაძლოა უახლოეს დღეებში დაარტყას. ომის გაფართოების საფრთხის გამო ისრაელში მაქსიმალური მზადყოფნაა გამოცხადებული. ქვეყნის არმიაში არც იმას გამორიცხავენ, რომ თეირანის თავდასხმის საპასუხოდ დარტყმები უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე განახორციელონ. აშშ-მა რეგიონში უკვე გააგზვნა წყალქვეშა ნავი და ავიამზიდი. ამასთან ერთად თეირანზე გრძელდება დიპლომატიური ზეწოლაც.