ვინ არიან ადამიანები, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. 33 მოწმე, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა რუსეთის სისასტიკე და ამაზე ევროსასამართლოშიც ისაუბრა. „მოამბემ“ ექსკლუზიურად ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრება მოახერხა და მისი ტრაგიკული ისტორია მოისმინა. კონფიდენციალობის გამო, რა თქმა უნდა, არ ვასახელებთ მოწმის სახელსა და გვარს და მხოლოდ სატელეფონო ჩანაწერს გთავაზობთ.
რისი გადატანა მოუხდა მას აგვისტოს უმძიმეს დღეებში, ტყვეობაში, რომელსაც ჯოჯოხეთს ადარებს და რას გრძნობს ახლა, როდესაც რუსული აგრესია უკვე საერთაშორისო დონეზე, სამართლებრივად დადასტურდა – თამარ წიკლაური გიამბობთ.