ეუთო-ს მინისტერიალზე სერგეი ლავროვის დასწრება მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება.
უკვე ცნობილია, რომ ბალტიის ქვეყნები ჩრდილოეთ მაკედონიაში დაგეგმილ მინისტრთა საბჭოს შეკრებას აღარ დაესწრებიან. პროტესტის ნიშნად ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ომში მყოფმა უკრაინამაც. ეს იქნება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის პირველი დიპლომატი ეუთო-ს მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინა, რომელიც კონტრშეტევით ოპერაციებს განაგრძობს, დასავლეთისგან შეიარაღების მიწოდებას და დახმარებას ითხოვს.
როგორ გაგრძელდება ოფიციალური კიევის სამხედრო მხარდაჭერა – საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მდგარ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები მსჯელობენ.