სახალხო დამცველმა ფემიციდის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შედეგები საგანგაშოა. მისი ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ოფიციალურად 40 ქალის მკვლელობაა დადასტურებული.
სახალხო დამცველის განცხადებით, გაზრდილია ქალების მხრიდან საგამოძიებო უწყებებისთვის მიმართვის ფაქტებიც. თუმცა, ლომჯარია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, რა რეაგირება მოჰყვება გამოძიების მხრიდან ამ ფაქტებს.
ანგარიშის შედეგებს სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აცნობს.