ომბუდსმენის შერჩევის წესი

სახალხო დამცველის კანდიდატზე მსჯელობა გრძელდება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციის ნაწილი მხარს არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანდიდატიდან ერთ-ერთს დაუჭერს. მათი აზრით, მომავალი ომბუდსმენი დამოუკიდებელი და გამოცდილი უნდა იყოს. ასევე მას არ უნდა ჰქონდეს შეხება პოლიტიკური ჯგუფებთან. მესამე სექტორი კანდიდატების წარდგენას მომავალ კვირას აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ეს პროცესი საერთაშორისო გამოცდილებაზეა დაფუძნებული. შალვა პაპუაშვილის თქმით, უმრავლესობამ ოპოზიციას ალტერნატივა შესთავაზა, რომლის საშუალებითაც მათ 7 კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა მისივე თქმით, ამ შესაძლებლობას მაინც არ იყენებენ. პაპუაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კანდიდატებზე დახურულ კარს მიღმა, გაუმჭვირვალედ მსჯელობს.