იუსტიციის საბჭოს სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილეს მოუსმინეს. გიორგი ბურჯანაძემ ომბუდსმენის ადამიანის უფლებების 2017 წლის ანგარიში გააცნო საბჭოს წევრებს. დოკუმენტში საუბარია სასამართლო სისტემაზე და მასში არსებულ ხარვეზებზე.
საბჭოს მოსამართლე წევრები შენიშვნების ნაწილს იღებენ, ნაწილს კი დაუსაბუთებლად მიიჩნევენ. რაც შეეხება არამოსამართლე წევრებს, ისინი ომბუდსმენის ანგარიშს ეთანხმებიან.