ომბუდსმენი ბათუმის სასტუმროში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს
ცოტა ხნის წინ მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. უჩა ნანუაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ომბუდსმენი დროული და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ნანუაშვილის წერილში ვკითხულობთ, რომ, პირველ რიგში, გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ.
თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა.
სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მოუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უსაფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ – სახელმწიფოც. წერს უჩა ნანუაშვილი.