ოლიმპიური თამაშები 2020

ქართველების მესამე ვერცხლის მედალი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე.

ძიუდოისტთა ტურნირის ბოლოს წინა დღეს მძიმეწონოსანი გურამ თუშიშვილი ოლიმპიადის ვიცე ჩემპიონი გახდა. ნახევარფინალში ქართველი რუს ტამირლან ბაშაევს შეხვდა და მოწინააღმდეგეს ორი „ვაზარით“ აჯობა, ფინალში კი ჩეხ კრპალეკს დაუპირისპირდა, რომელმაც ქართველი შებოჭვით დაამარცხა. ჯამში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონიაში დიდ ფორუმზე ასპარეზობა ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგია.
ოლიმპიადის დღის მიმოხილვა ნახეთ ჩვენს სიუჟეტში.