ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
დღის წესრიგში იყო მეორე ევროპული თამაშებისთვის საქართველოს სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობისა და მონაწილეობის საკითხები. ასევე განიხილეს ზამთრის სახეობებში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ათლეტების გამოსვლისა და ევროპის ქვიშის მსოფლიო თამაშებში მონაწილეობის საკითხი. დღესვე აღმასკომის ორი ახალი წევრი დაამტკიცეს.