დღეიდან, 4 ივნისიდან, საქართველოს პირველ არხზე, სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის ონალინ ოლიმპიადა იწყება. მასში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. სურვილი უკვე გამოთქვა 200-მდე მოსწავლემ, საიდანაც რამდენიმე განაცხადი შეირჩა. ოლიმპიადის დასასრულს გამოვლინდება სამი გამარჯვებული, მათთან ერთად დასაჩუქრდებიან მათი პედაგოგებიც.
პროექტის მიზანია, ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.