ოლიმპიადა სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის

12:28, 04.06.2020

დღეიდან, 4 ივნისიდან, საქართველოს პირველ არხზე, სომხური და აზერბაიჯანული სკოლების მოსწავლეებისთვის ონალინ ოლიმპიადა იწყება. მასში მონაწილეობა არაქართულენოვანი სკოლების მეშვიდე კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ. სურვილი უკვე გამოთქვა 200-მდე მოსწავლემ, საიდანაც რამდენიმე განაცხადი შეირჩა. ოლიმპიადის დასასრულს გამოვლინდება სამი გამარჯვებული, მათთან ერთად დასაჩუქრდებიან მათი პედაგოგებიც.

პროექტის მიზანია, ქართული ენის პოპულარიზაცია იმ რეგიონში, სადაც ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ცხოვრობენ.

მსგავსი