„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის დაყოფილი, პოლიტიკური განსხვავებები ანგრევს მეგობრობასა და ოჯახებს. ქალბატონებო და ბატონებო, მე არ მინდა, რომ ეს მოხდეს აქ, გერმანიაში“,– ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თვალს ადევნებდა აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიას და ხედავდა, თუ რამდენად ემოციურად მიმდინარეობდა პროცესი და რამდენად დაყოფილია ქვეყანა.
ოლაფ შოლცმა ასევე განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია აშშ-თან ძლიერი თანამშრომლობის გაგრძელება.