ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ რეფერენდუმისთვის ემზადებიან

კონფლიქტოლოგი, ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, ზაზა ცოტნიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებას აფასებს. მისი თქმით, ბიბილოვს წინასაარჩევნოდ საკმაოდ დიდი ოპოზიციური განწყობა შეხვდა.

ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამის გამო, ბიბილოვმა ოპოზიციური განწყობის გადაფარვის მიზნით, გადაწყვიტა, წინ წამოეწია სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების საკითხი. მისივე განცხადებით, რუსეთს ოფიციალური განცხადება ამის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.