კრემლის მორიგი პროვოკაციული მოქმედება. ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება დაიწყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მანევრებში 3 000 რუსი და აფხაზი სამხედრო მონაწილეობს. წვრთნებში ჩართულია ავიაცია და ფლოტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, წვრთნებში ჩართული სამხედროები ორ ნაწილად არიან გაყოფილი და ერთმანეთს სიმულაციურად უპირისპირდებიან.
ოკუპირებული აფხაზეთის მთიან რეგიონებში უკანონო სამხედრო სწავლება ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.