ოკუპირებულ აფხაზეთში განვითარებული მოვლენების განხილვა საკანონმდებლო ორგანოში. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მოუსმენენ. დეპუტატების კითხვები ოკუპირებულ აფხაზეთთან ერთად, ცხინვალში შექმნილ ვითარებასა და მოქალაქეების უსაფრთხოებას შეეხება.